Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრაციას რომში, მილიონზე მეტი, ზოგიერთი


დემონსტრაციას რომში, მილიონზე მეტი, ზოგიერთი მონაცემებით, სამ მილიონამდე ადამიანი დაესწრო.

დემონსტრაციას რომში, მილიონზე მეტი, ზოგიერთი მონაცემებით, სამ მილიონამდე ადამიანი დაესწრო.
ლონდონში, ომის მოწინააღმდეგეთა მსვლელობას ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ასეთივე დემონსტრაციები გერმანიისა და საფრანგეთის ქალაქებშიც გაიმართა. ომის მოწინააღმდეგეთა მანიფესტაციები ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და თაილანდში დაიწყო და შემდეგ ევროპაში გაგრძელდა. მოელიან, რომ დღეს მოგვიანებით, ნიუ-იორკში, სულ ცოტა ასი ათასი ადამიანი მიიღებს ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში მონაწილეობას. ასეთივე მანიფესტაციები, ლოს ანჯელესიდან ჩიკაგომდე, აშშ-ის ყველა დიდ ქალაქში გაიმართება.
XS
SM
MD
LG