დღეს თურქეთში ჩავიდა 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ამოცანაა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ბაზების მომზადება ერაყთან შესაძლო ომისთვის.
მიმდინარე თვეში თურქეთის პარლამენტმა ნება დართო აშშ-ს, მოამზადოს ქვეყნის სამხედრო ბაზები და ნავსადგურები, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მათი გამოყენების უფლება ვაშინგტონისთვის ამ მიუცია. ვარაუდობენ, რომ სამშაბათს თურქეთის პარლამენტი განიხილავს ამ ქვეყნის სამხედრო ბაზებზე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა განთავსების საკითხს ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში.