Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში გამართული ევროპის კავშირის სამიტს


ბრიუსელში გამართული ევროპის კავშირის სამიტს, რომელსაც ერაყის თაობაზე უნდა ემსჯელა,

ბრიუსელში გამართული ევროპის კავშირის სამიტს, რომელსაც ერაყის თაობაზე უნდა ემსჯელა,
დაესწრო გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი, რომელმაც სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდა, ერთ თვალსაზრისზე შეთანხმებულიყვნენ. ანანმა რწმენა გამოთქვა, რომ კრიზისი მშვიდობინად უნდა გადაიჭრას. გაეროს თავკაცმა შემდეგი განაცადა შეხვედრის შემდგომ: [ანანის ხმა]
"მე მათ ვუთხარი, რომ ერთ რამეზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება, კერძოდ, ერაყის მოვალეობაზე, განიარაღდეს, ამ კრიტიკულ წერტილში, მგონია, თანახმა ვართ, რომ ერაყი უნდა განიარაღდეს, აქტიურად და დაუყოვნებლივ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამას მივაქციოთ ყურადღება".
ანანმა თქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადასაწყვეტია, არღვევს თუ არა ერაყი გაეროს 144-ე რეზოლუციას, მისი აზრით, საბჭოს გარეშე ერაყის მიმართ ქმედება, გაეროს ავტორიტებს ვნებს.
დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს გაეროს ახალ რეზოლუციას, აშშ და ბრიტანეთი ესწრაფვის ამგვარ რეზოლუციას, რომელიც მისი დარღვევის შემთხვევაში, უკვე ერაყის წინაღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას იძლევა.
XS
SM
MD
LG