Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს, კოჯორში, 1921 წელს მეთერთმეტე


შაბათს, კოჯორში, 1921 წელს მეთერთმეტე წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალთან,

შაბათს, კოჯორში, 1921 წელს მეთერთმეტე წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალთან,
კოჯრის სწრაფი რეაგირების ბრიგადისათვის საბრძოლო დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, ცერემონიისათვის შერჩეულ დროსა და ადგილს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ აქ იბრძოდნენ 82 წლის წინ ქართველი იუნკერები, რომლებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას იცავდნენ. მინისტრის თქმით, ქართველ მეომართა დღევანდელი თაობა არანაკლებ რთული ამოცანების წინაშე დგას, კერძოდ, საჭიროა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობა, კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადა კი იმის ღირსეული მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს თანმედროვე არმია.
XS
SM
MD
LG