Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც გაირკვა, ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი


როგორც გაირკვა, ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ხალიდ შაიხ მუჰამედი, რომელიც პაკისტანში დააკავეს, ჯერ კიდევ იქ იმყოფება.

როგორც გაირკვა, ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი ხალიდ შაიხ მუჰამედი, რომელიც პაკისტანში დააკავეს, ჯერ კიდევ იქ იმყოფება.
თუმცა, რამდენიმე საათის წინ ოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ალ-ყაიდას წევრი შეერთებულ შტატებს გადაეცა და პაკისტანიდან წაიყვანეს. პაკისტანის პრეზიდენტის პერვეზ მუშარაფის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაიწყო მუჰამედის ერთობლივი დაკითხვა პაკისტანელი და ამერიკელი აგენტების მიერ.
მუჰამედი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და ფიქრობენ, რომ ის ალ-ყაიდას ორგანიზაციაში, გავლენის თვალსაზრისით, მესამე პირია ოსამა ბინ ლადენისა და აიმან ალ-ზავაჰირის შემდეგ. პაკისტანისა და შეერთებული შტატების ერთობლივი რეიდის დროს ხალიდ შაიხ მუჰამედთან ერთად ქალაქ რავალპინდიში დააკავეს კიდევ ორი პირი. ბოლო ინფორმაციით, მუჰამედი უკვე გაიყვანეს პაკისტანიდან. შეერთებული შტატების მთავრობა ხალიდ შაიხ მუჰამედის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდა.
XS
SM
MD
LG