Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული 30


ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული 30 ბადრაგი თურქეთის ნავსადგურ ისკენდერუმიდან ქალაქ მარდინისაკენ გაეშურა. მარდინი ერაყთან საზღვრის

ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული 30 ბადრაგი თურქეთის ნავსადგურ ისკენდერუმიდან ქალაქ მარდინისაკენ გაეშურა. მარდინი ერაყთან საზღვრის
მახლობლად მდებარეობს. ეს ცნობა გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებმა "ფრანსპრესმა" და "დოიჩე პრესეაგენტურმა". ხოლო თურქეთის არმიის გენერალური შტაბის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ასეთ გადაადგილებას ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ თურქეთის ბაზების "მოდერნიზაციის" გეგმა, რომელიც პარლამენტმა გასულ თვეში დაამტკიცა. გასულ კვირაში კი თურქეთის პარლამენტი არ მიემხრო მთავრობის მოთხოვნას, თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების განთავსების შესახებ. თურქეთის მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" თავმჯდომარე რეჯეპ ტაიპ ერდოანის გუშინდელი განცხადებით, ქვეყნის მთავრობა დაელოდება ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, ვიდრე თვითონ გადაწყვეტდეს, სთხოვოს თუ არა პარლამენტს მორიგი კენჭისყრის გამართვა თურქეთში ამერიკელი სამხედროების განთავსების საკითხზე.
XS
SM
MD
LG