Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მარტს სოჭში დასრულდა მოლაპარაკებები


7 მარტს სოჭში დასრულდა მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც აფხაზეთი გახლდათ. მოლაპარაკებების მეორე დღეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს აფხაზეთის

7 მარტს სოჭში დასრულდა მოლაპარაკებები, რომლის მთავარი თემაც აფხაზეთი გახლდათ. მოლაპარაკებების მეორე დღეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს აფხაზეთის
თვითგამოცხადებული ხელისუფლების პრემიერ მინისტრი გენადი გაგულიაც შეუერთდა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას მიმართა: [შევარდნაძის ხმა] "ჩვენ ცუდად არ ვცხოვრობთ, ცუდად არ ვანამშრომლობთ, შესანიშნავად გვესმის ერთმანეთის. ძალიან ვაფასებ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის ასეთი კარგი ურთიერთობა დამყარდა, რაც საშუალებას გვაძლევს სრულიად ღიად, პატიოსნად ვიმსჯელოთ ყველა პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს აწუხებს" ვლადიმირ პუტინმა კი მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა:[პუტინის ხმა] "გვჯერა, რომ პრობლემები, რომლებიც თბილისსა და სოხუმს განაცალკევებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და აფხაზეთის მრავალეროვნული მოსახლეობის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფით უნდა გადაწყდეს." საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში ლევან ალექსიძემ განაცხადა, რომ, თუკი სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ უარს იტყვის მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს აფხაზეთთან მიმართებაში გაეროს წესდების მეშვიდე თავის ამოქმედება მოსთხოვოს. წესდების ეს თავი გაეროს რეზოლუციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონფლიქტის ურჩი მხარის მიმართ ძალის გამოყენებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG