Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით მიმართავს თანამემამულეებს და ულტიმატუმს წაუყენებს ერაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით მიმართავს თანამემამულეებს და ულტიმატუმს წაუყენებს ერაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს.
ულტიმატუმის თანახმად, თუ სადამ ჰუსეინმა ერაყი არ დატოვა, ომი გარდაუვალი იქნება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დიპლომატიის დრო ამოიწურა. კოლინ პაუელის ხმა "თავის მიმართვაში პრეზიდენტი ბუში სადამ ჰუსეინს წაუყენებს მკაფიო ულტიმატუმს, რომ 1441-ე რეზოლუციაში ჩამოყალიბებული სერიოზული შედეგების თავიდან აცილების ერთადერთი გზა სადამ ჰუსეინისა და მისი უახლოესი პირების მიერ ქვეყნის დატოვებაა." დღეს ცხადი შეიქნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა შორის ერაყის საკითხში კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. ამიტომ, როგორც გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯერემი გრინსტოკმა გამოაცხადა, გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების სანქციას გასცემდა, უშიშროების საბჭოში კენჭს არ უყრიან. დღესვე გადადგა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე რობინ კუკი. გადადგომის მიზეზად მან ერაყის საკითხში თავისი ქვეყნის პოლიტიკა დაასახელა.
XS
SM
MD
LG