საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში "ძალიან დიდი ძალები ეწინააღმდეგებიან".
ედუარდ შევარდნაძე ამ საკითხს შეეხო ახალი სახალხო მოძრაობის, "დიდი აბრეშუმის გზის" დაფუძნების ცერემონიაზე, რომელიც ხუთშაბათს თბილისში გაიმართა. შევარდნაძის სიტყვებით, ის ეთანხმება ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძეს, რომელიც ამბობს, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირებას "საქართველოს მტრები აფერხებენ". პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც სახელფასო მინიმუმის 115 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებას შევარდნაძემ უწოდა "ავანტიურა და ხალხის ინტერესების ღალატი", რის უფლებასაც, სანამ პრეზიდენტია, არავის მისცემს. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომელსაც მან ვეტო დაადო, მის ინიციატორებს საპარლამენტო არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად სჭირდებოდათ - მათი განხორციელება კი არარეალური იყო.