Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა


ევროპის კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა იმათ რიცხვს, ვინც უარი თქვა ვაშინგტონის მოწოდებაზე ერაყელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ მიიღო ამერიკის

ევროპის კიდევ ორი ქვეყანა შეუერთდა იმათ რიცხვს, ვინც უარი თქვა ვაშინგტონის მოწოდებაზე ერაყელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების შესახებ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ მიიღო ამერიკის
მოთხოვნა, მაგრამ ის ვერ ხედავს ერაყის საელჩოს თანამშრომლების ნიდერლანდებიდან გაძევების საფუძველს. ბერლინში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიას ამის თაობაზე ახლო მომავლისთვის არავითარი გეგმები არ გააჩნია. თუმცა, გასულ ოთხშაბათს გერმანიამ ოთხ ერაყელ დიპლომატს გამოუტანა გაძევების განაჩენი, რადგან ისინი მათი სტატუსისი შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდნენ. მანამდე რუსეთმა და საფრანგეთმა განაცხადეს უარი ვაშინგტონის გუშინდელ თხოვნაზე ერაყის წარმომადგენლობების დახურვისა და მათი საკუთრების დაყადაღების შესახებ.
XS
SM
MD
LG