Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ გამორიცხავს მარნეულის


შეერთებული შტატები არ გამორიცხავს მარნეულის სამხედრო აეროდრომის გამოყენების შესაძლებლობას ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

შეერთებული შტატები არ გამორიცხავს მარნეულის სამხედრო აეროდრომის გამოყენების შესაძლებლობას ერაყის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მარნეულში გამართულ "ნოვრუზ ბაირამობის" დღესასწაულში. მაილსის თქმით, ეს საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. როგორც ელჩმა განმარტა, ამჟამად მარნეულის აეროდრომის შესაძლებლობათა შეფასება მიმდინარეობს. რიჩარდ მაილსმა დასძინა, რომ შეერთებული შტატების მთავრობას საქართველოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს ოფიციალური თხოვნით ამ ქვეყნის სამხედრო კომუნიკაციების გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG