Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის ტელევიზიის კორესპონდენტი და კიდევ


ავსტრალიის ტელევიზიის კორესპონდენტი და კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპნენ დღეს ჩრდილოეთ ერაყში,

ავსტრალიის ტელევიზიის კორესპონდენტი და კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპნენ დღეს ჩრდილოეთ ერაყში,
დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება ირანის საზღვრის სიახლოვეს, ქურთებით დასახლებულ სოფელ ხურმალთან მოხდა. ეს სოფელი "ანსარ ალ-ისლამის" ექსტრემისტული დაჯგუფების ბანაკის მახლობლად მდებარეობს. წუხელ სწორედ ამ ბანაკზე მიიტანა სარაკეტო იერიში აშშ-ის ჯარმა. დაღუპულთა შორის არიან სამი ქურთი ჯარისკაცი და ერთი სამოქალაქო პირი. ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. სამხრეთი ერაყიდან მიღებული ცნობების თანახმად, ბრიტანეთის აი-ტი-ვის ტელეარხის ხუთი თანამშრომელი დაიჭრა, ხოლო სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მას შემდეგ, რაც ქალაქ ბასრისკენ მიმავალ მათს მანქანას ცეცხლი გაუხსნეს ერაყელმა ჯარისკაცებმა.
XS
SM
MD
LG