Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყთან ომის პირველი დღეების დანაკარგმა პენტაგონის სტრატეგია შეიძლება ეჭქვეშ დააყენოს


ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ერაყის ომში ორშაბათს ის იყო, რომ პირველად დაიბომბა ფრონტის ხაზი ჩრდილოეთში, იქ სადაც შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის არმიებმა ვერ მოახერხეს

მეორე ფრონტის გახსნა. ჩრდილოეთიდან ქვეითთა შეტევის წამოწყება, ცხადია, ერაყისთვის უფრო მძიმეს გახდიდა ომის წარმართვას, მაგრამ თურქეთმა, ჩანს, არ მიიღო რა ამერიკელთა უფლება, თავისი ჯარი ჩაეყენებინა ქურთებით დასახლებულ არეალში, არ მისცა ვაშინგტონს იქიდან შეტევის საშუალება.
ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, რომელიც ერთი პერიოდი მიიმალა, შემდეგ დაჭრილიც ეგონათ, ორშაბათს ტელევიზით გამოვიდა და ხალხს მიმართა, შეაქო არმია და გაძლებისკენ მოუწოდა მოსახლეობას. იყო თუ არ ის მართლაც ჰუსეანი, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის ,მახვილმა თვალმა დააფიქსირა, რომ წინა გამოსვლისგან განსხვებით, ჰუსეინი უსათვალოდ კითხულობდა ტექსტს და თმაც უფრო ნაკლებად შეჭაღარავებული ჰქონდა. როგორც არ უნდა იყოს, ერაყის რეჟიმი ამგვარ სვლას ხალხის მორალის ასამაღლებლად და პროპაგანდისთვის იყენებს.
[ეუსეინის ხმა] "სხვადასხვა გვარისა და წოდების ერაყელი მუჯაჰედები, სერიუზულ ზარალს აყენებენ მტერს. დროთა განმავლობაში, მტერი ცდილობს ეს დრო შეამციროს, რათა თავი დაიძვრინოს გასაჭირისგან, ღმერთის წყალობით, ჩვენ მას გავახანგძლივებთ და უფრო მიძმეს გავხდით მტრისთვის, რომელიც სანამ განადგურებული და დაძლეული იქნება, დაეცემა". რეჟიმს, განსაკუთრებით ომის დროს, უწევს პასუხი გასცეს შეერთებული შტატების მცდელობას, როცა ერაყელებს, ჯარსაც და სამოქალაქო მოსახლეობასაც, პროკლამაციების საშუალებით მოუწოდებდნენ არ გაეწიათ წინააღმეგობა აშშ-ისთვის. ნახვარი წელიწადის განმავლობაში ერაყში ამერიკის თვითმფრინავებიდან ჩამოყრილ იქნა 25 მილიონი პროკლამაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ერაყის მთავრობას ჯერჯერობით აქვს საშუალდება, ტელევიზია გამოიყენოს პროპაგანდისთვის. ბაღდადში, რომელიც დღე და ღამე იბომბება, ელექტორენერგიის მიწოდება მხოლოდ დროებით წყდება ხოლმე. აქვე გეტყვით, რომ სულ უფრო კატასტროფულია ამ 4 მილიონიანი ქალაქის მდგომარეობა არა მხოლოდ დაბობმვის გამო. იქ მყოფთ ორი დღეა უკვე მზე აღარ უნანახავთ, რადგან ქალაქის თავზე კვამლმა დაფარა ცა. ერაყის არმიამ ცეცხლი წაუკიდა ნავთობს - ასეთი ოთხი ადგილია ქალაქში - რაც თვითმფრანავებს ხილვადობას უფუჭებს მაგრამ ამავე დროს მძიმედ მოქმედებს ქალაქში მყოფთა ჯანმრთელობაზე. ორშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა გნაცხად, რომ ქალაქების დაბომბვის დროს ზუსტ რაკეტებს იყენებენ, ისე, რომ ნადგურდება მხოლოდ სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები. თვითმხილველებიც ადასტურებენ სიზუსტის ამ ფაქტს, მაგრამ იდეალური ეს სიზუსტე ვერ იქნება. ერაყის ინფორმაციის მინისტრის ცნობით, ორშაბათს, ბაღდადში ორ ასეულამდე ადამიანი დაშავდა. ერაყის მხარისვე ცნობით, მსხვერლი მოსახლეობაში არის. გასულ შაბათ-კვირას აშკარა გახდა, რომ ერაყის არმია გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს მოკავშირეთა ჯარს. სამხრეთ ერაყში, სადაც სპარსეთის ყურეში გასასვლელი მნივშნელოვანი ნავსადგურებია, აშშ-ისა და ბრიტანეთის არმიებს მძაფრი ბრძოლების გადატანა მოუხდა. ცნობილია, რომ ერაყის არმია მიმართავს მცირე ჯგუფებით ბრძოლის სტრატეგიას. ქალაქებში, რომელიც გარშემორტყმულია მოკავშირეთა ჯარისკაცებით, შესვლა უსაფრთხო არ არის და ამიტომაც გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ დააყენებს ეჭვქვეშ პენტაგონი თავის სტრატეგიას, რათა დაიცვას საკუთარი ჯარისკაცები. მაგალითად, ქალაქ უმ ყასრთან მოკავშირეებემა შტაბბინაც მოაწყვეს, მაგრამ ქალაქში შესვლა და იქ დაფუძნება არ ხერხდება. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ორშაბათს ისიც თქვა, რომ ქალაქებს, რომლებიც ნაკლებად არის სამხედრო სტრატეგულად მნივშნელოვანი, არ შევაკლავთ ჩვენს ჯარს, მთავარ მიზანი ბაღდადიაო. ბაღდადს კი, მოკავშირეთა ცნობით, მათი შენაერთები 150 კილომეტრში მიუახლოვდნენ. ყველას კარგად ესმის, რომ ერაყის დედაქალაქისთვის ბრძოლა სამკვდრო სასიცოცხლო იქნება., ორშაბათს ერაყის ტელევიზიით უჩვენებდენენ აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენს, რომელმაც საავარიო დაჯდომა განახორციელა და ერაყელებს ჩაუვარდა ხელში. აშშ-ის სამხედროთა ცნობით, მათ ერთ შვეულმფრენი დაკარგულია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG