Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოვლის დნობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით


თოვლის დნობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, აფხაზი სეპარატისტები მოითხოვენ კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობოების მუდმივმოქმედი საგუშაგოს გახსნას.

თოვლის დნობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, აფხაზი სეპარატისტები მოითხოვენ კოდორის ხეობაში რუსი სამშვიდობოების მუდმივმოქმედი საგუშაგოს გახსნას.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" უთხრა აფხაზი სეპარატისტების ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ. მისი თქმით, "ქართული ძალოვანი სტრუქტურების კოდორის ხეობიდან აფხაზეთის სიღრმეში შეჭრის საფრთხე კვლავ არსებობს". "პრაიმ-ნიუსი" იუწყება ასევე, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით, სეპარატისტების ხელმძღვანელ ვლადისლავ არძინბას საგრძნობლად გაუარესებული ჯანრმთელობის გამო, მოსალოდნელია სერიოზული შეიარაღებული შეტაკებები აფხაზურ დაჯგუფებებს შორის. ნადარეიშვილის თქმით, არძინბას ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, მას მუშაობა და ვითარების გაკონტროლება აღარ შეუძლია, რის გამოც აფხაზეთში ვითარება "ქაოსური და უმართავია".
XS
SM
MD
LG