Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება აშშ-ის ქვეითი ჯარის სვლა


გრძელდება აშშ-ის ქვეითი ჯარის სვლა ერაყის დედაქალაქისკენ, მიუხედავად იმისა, რომ შეფერხდა რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნა.

გრძელდება აშშ-ის ქვეითი ჯარის სვლა ერაყის დედაქალაქისკენ, მიუხედავად იმისა, რომ შეფერხდა რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნა.
აშშ-ის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ ვიქტორ რენუარის განცხადებით, საომარ მოქმედებებში არავითარი შეფერხება არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს. გენერალმა დასძინა, რომ დღეს, ქალაქ ბასრაზე საჰაერო იერიშის დროს, მოკლულ იქნა ერაყის გასამხედროებული შენაერთების 200-მდე მებრძოლი. ამავე დროს, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ავიაცია ბაღდადის დაბომბვას განაგრძობს. დილით ძლიერმა აფეთქებამ დაანგრია ერაყის ინფორმაციის სამინისტროს შენობის ზედა სართულები. პენტაგონის ცნობით, ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით აშშ-ის შვეულმფრენებმა იერიში მიიტანეს ერაყის რესპუბლიკური გვარდიის პოზიციებზე, რის შედეგად 50-მდე ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღესვე, ქალაქ ნაჯაფის ერთ-ერთ გარეუბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ოთხი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ააფეთქა. ერაყის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავდამსხმელი ორი მედლით დააჯილდოვა (სიკვდილის შემდეგ).
XS
SM
MD
LG