Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამეთაურო ცენტრში, კატარში გამოსვლისას


აშშ-ის სამეთაურო ცენტრში, კატარში გამოსვლისას გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა თქვა,

აშშ-ის სამეთაურო ცენტრში, კატარში გამოსვლისას გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა თქვა,
რომ უსაფრთხოების ზომების შეცვლას, მას მერეც, რაც სამოქალაქო პირები დაიღუპნენ მისი ჯარისკაცების ხელით, არ აპირებს. ბრუკსის თანახმად, ჯარში განგაშის უმაღლესი საფეხურია გამოცხადებული თვითმკვლელი ერაყელის მიერ 4 ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლის შემდეგ. გარდა გუშინ დაღუპული სულ მცირე რვა ქალისა და ბავშვისა, დღეს ერთი ერაყელი სამოქალაქო პირი მოკლეს ჯარისკაცებმა ქალაქ შატრასთან. ბრუკსმა თქვა, რომ სამოქალაქო პირების სიკვდილი მომავალშიც გარდაუვალი იქნება. ბრუკსისვე თანახმად, ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს ვერ მიაგნეს. ერაყის ჯარსა და აშშ-ის და ბრიტანეთის არმიებს შორის შეტაკებები დღეს გაგრძელდა ქალაქებთან ჰილასა და დივანიასთან. ასევე ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთში. დღის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქებს ბაღდადს, ქარბალას და სამხრეთში ბასრას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ გამოაცხადა, რომ ერაყში ოპერაციამ მიაღწია "სტაბილური წინსვლის" ფაზას, მაგრამ, მისი თქმით, ბრძოლების გაგრძელებას მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვება.
XS
SM
MD
LG