ამჯერად კი ერაყის დამხობილი რეჟიმის ლიდერთა შეფარებაში სდებს ბრალს. ერთ-ერთი ბრალდება ისიც გახლავთ, თითქოს სირიის ტერიტორიიდან ერაყში საჰაერო გზით ჩაჰქონდათ სამხედრო აღჭურვილობა და ჩაჰყავდათ მებრძოლები კოალიციურ ძალებთან საბრძოლველად. ამგვარი განცხადებების ფონზე ზოგიერთი მიმომხილველი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ერაყის ომმა სულ მალე, სირიაში ჰპოვოს გაგრძელება.
ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირები გამორიცხავენ ამგვარ შესაძლებლობას, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სირიას უწოდა "არასანდო ქვეყანა", რომელიც ერაყის ლიდერებს თავშესაფარს აძლევს და ქიმიური შეიარაღების პროგრამას ახორციელებს. სირია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, თითქოს იგი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობდეს და ერაყელ ლიდერებს იფარებდეს.
გასული კვირის ბოლოს სირია პრეზიდენტმა ბუშმა, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა და თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გააკრიტიკეს.
რამსფელდმა თქვა, რომ განვლილი ერთი წლის ან წელიწადნახევრის მანძილზე სირიამ ქიმიური იარაღი
გამოსცადა; გარდა ამისა, დამასკომ არაბ მეომრებს საშუალება მისცა, სირიიდან ჩაფრენილიყვნენ ერაყში კოალიციის ძალებთან საბრძოლველად.
კოლინ პაუელი "ეკონომიკური და დიპლომატიური" ზომების მიღებით დაემუქრა სირიას და თან შეახსენა, რომ სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს [კოლინ პაუელის ხმა]: "ახლო აღმოსავლეთში ახალი ვითარებაა შექმნილი და ვიმედოვნებთ, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო გადასინჯავს თავის უწინდელ ქცევასა და ნამოქმედარს."
ამასობაში მიმომხილველები აცხადებენ, რომ სირიის მიმართ ვაშინგტონის რიტორიკა უპრეცედენტოა. აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა რაიმონდ ტანტერმა: "გასულ კვირაში პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში და შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, ყველამ, გამაფრთხილებელი და მუქარით აღსავსე განცხადებები გააკეთა სირიის მისამართით. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ამერიკა-სირიის ურთიერთობაში".
ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ვაშინგტონის სიტყვიერი ომი დამასკოს წინააღმდეგ სინამდვილეში იმისთვისაა გამიზნული, რომ დათმობებზე დაიყოლიოს სირია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. სულ მალე გამოქვეყნდება ეგრეთ წოდებული "საგზაო რუკა", ანუ არაბეთ-ისრაელის ახალი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-მა, გაერომ, ევროკავშირმა და რუსეთმა შეიმუშავეს.
"საგზაო რუკა" პალესტინელთა პრემიერ-მინისტრად დანიშნული რეფორმისტის, მაჰმუდ აბასის ახალი კაბინეტის დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.
მაგრამ სირიამ, როგორც პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების: ჰეზბოლასა და ჰამასის მთავარმა მხარდამჭერმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ახალ სამშვიდობო ინიციატივას.
ამასობაში ამერიკის კონგრესი ემზადება "სირიის ანგარიშვალდებულებისა და ლიბანის სუვერენიტეტის აღდგენის აქტის" განსახილველად, რაც, შესაძლოა, იმით დამთავრდეს, რომ აიკრძალოს სირიაში აშშ-ის პროდუქციის ექსპორტი. გარდა ამისა, ამერიკელებს აეკრძალებათ სირიაში კერძო ბიზნესის წარმოება. ორ ქვეყანას შორის შეიზღუდება დიპლომატიური კონტაქტები, ხოლო სირიის ანაბრებს აშშ-ის ბანკებში ყადაღა დაედება.