შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის თქმით, ამერიკა არავითარ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს სირიის წინააღმდეგ.
მან უარყო ვარაუდი, რომ ვაშინგტონს მოეპოვება იმ ქვეყნების სია, რომელთა წინააღმდეგ იარიღი შეიძლება იქნეს გამოყენებული. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი დარწმუნებულია, რომ სირიასთან ომი არ იქნება. დღეს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასნარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეთა ძალისმიერი ოპერაცია ერაყით შემოიფარგლება და არავითარ შემთხვევაში არ გავრცელდება ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოხატა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. უკანასკნელ დღეებში შეერთებულმა შტატებმა სირიის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთა და მას ბრალი დასდო სახელმწიფო ტერორიზმში, ქიმიური იარაღის წარმოებასა და სადამ ჰუსეინის თანამებრძოლთა შეფარებაში. დღეს სირიამ უარყო შეერთებული შტატების ბრალდება. მისი მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონის ბრალდებები ისრაელის ინტერესებს ემსახურება.