Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს ერაყის დედაქალაქს ესტუმრა ამერიკელი


ოთხშაბათს ერაყის დედაქალაქს ესტუმრა ამერიკელი გენერალი ტომი ფრენკსი

ოთხშაბათს ერაყის დედაქალაქს ესტუმრა ამერიკელი გენერალი ტომი ფრენკსი
- სპარსეთის ყურეში განთავსებული შეერთებული შტატების
შეიარაღებული ძალების სარდალი. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სარდლობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გენერალი უილიამ უოლესი, ბაღდადთან განთავსებულ სამხედრო ნაწილს ეწვია. მან ამერიკელ ჯარისკაცებს სიფხიზლისკენ მოუწოდა - განსაკუთრებით თვითმკვლელ ტეტრორისტთა მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების გამო. ოთხშაბათს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში შეტაკება მოხდა. როგორც იუწყებიან, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მაროდიორებს, რომლებიც ბანკის გაქურდვას ცდილობდნენ. სამშაბათს მოსულში ამერიკელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლით მოკლეს შვიდი ერაყელი დემონსტრანტი. კატარში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრში გამოსვლისას, გენერალმა ვინსენტ ბრუკსმა თქვა, რომ დემონსტრაციის ზოგიერთმა მონაწილემ ცეცხლი გაუხსნა ამერიკელ ჯარისკაცებს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელნი იძულებული გახდნენ, თავადაც ესროლათ.
XS
SM
MD
LG