12 ადამიანი გარდაიცვალა პარასკევს ჰონკონგში მწვავე რესპირატორული სინდრომის, ანუ ატიპიური პნევმონიის შედეგად.
სულ, მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა, ჰონკონგში, 81 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ უცნაური დაავადების პირველი შემთხვევა გასულ ნოემბერს იქნა აღრიცხული სამხრეთი ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში. ჩინეთი 67 გარდაცვლილის შესახებ იუწყება ოფიციალურად. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მარტო პეკინში, დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა ხუთჯერ აღემატებოდეს ოფიციალურ სტატისტიკას. ხსენებული დაავადება არნახულის სისწრაფით ვრცელდება მთელს მსოფლიოში. ექსპერტთა მონაცემებით, ატიპიური პნევმონიით დაავადების შემთხვევათა 4 პროცენტი - სიკვდილით მთავრდება.