ლოშინინის ვიზიტი სოჭის შეთანხმებების რეალიზების მორიგი მცდელობაა. მოსკოვისა და თბილისის შეთანხმების შემდეგ უმთავრეს პრობლემას აფხაზური მხარის დაყოლიება წარმოადგენს.
აფხაზეთში იმყოფება რუსეთისა და უკრაინის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლობითი დელეგაცია. მისი მიზანია შეაფასოს, თუ რამდენად უსაფრთხოა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ტურისტული ბიზნესის წარმოება.
ამ კერძო ინიციატივის მიმართ საქართველოს ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას იჩენს, ვიდრე სოხუმში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეუთანხმებელი ვიზიტების მიმართ. მაგრამ ერთიც და მეორეც სეპარატისტულ ხელისუფლებას ილუზორული დამოუკიდებლობის შეგრძნებას განუმტკიცებს, რაც მას თბილისთან ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე უარის თქმის საფუძველს აძლევს. თუ რა ბედი ელით მოწინააღმდეგეებს, ეს კარგად ჩანს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტთა სოჭის შეხვედრების მესამე მონაწილის, სოხუმის ხელისუფლების პრემიერ- მინისტრის გენადი გაგულიას, კარიერის მაგალითზე. ახლა მისი შემცვლელი რაულ ხაჯიმბაა და სავარაუდოა, რომ ლოშინინს სწორედ ხაჯიმბას დარწმუნება მოუწევს სოჭის შეთანხმებათა რეალიზების აუცილებლობაში.
ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ სოხუმის დაყოლიება მოხერხდება, რადგან ორი ქვეყნის ლიდერთა შორის პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული. ვალერი ლოშინინის თბილისში ვიზიტისას სოჭის შეთანხმებათა შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნაც გადაწყდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით:
[სიხარულიძის ხმა] „სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაკლებობა და დეფიციტი არის იმის მიზეზი, რომ 10 წლის განმავლობაში კონფლიქტი არ რეგულირდება. ხოლო სამუშაო ჯგუფის შექმნა არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება და უშუალოდ დეტალებზე საუბარი შეიძლება მას შემდეგ, როდესაც ჯგუფები დაიწყებენ საქმიანობას."
სოჭის შეთანხმებათა ავტორებს, აფხაზური მხარის დარწმუნების გარდა, სერიოზული მუშაობა მოუწევთ ქართულ საზოგადოებაშიც, რომელიც ნაკლებადაა მზად სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ეკონომიკური თანამშრომლობისათვის და ვერ წარმოუდგენია, თუ რა სტატუსის მქონე აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა. აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებას კი აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით თუ წარმოუდგენია. ბრიუსელში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი ვარაუდობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩართვაც არაა გამორიცხული. იგი აფხაზეთის საკითხებში ნატოს ჩარევის მოთხოვნით ალიანსის ხელმძღვანელობას მიმართავს. ამას კახა სიხარულიძე ასეთ კომენტარს უკეთებს:
[სიხარულიძის ხმა] „ჩვენი საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ არის მიმართული იქითკენ, რომ შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები გადავჭრათ სამხედრო გზით. არავის ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან არც ერთი კონსულტაციის, არც ერთი მოლაპარაკების დროს არ მოსვლია თავში აზრად ნატოს მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში."
აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების დაწყების იმედს ოფიციალურ თბილისს ისიც განუმტკიცებს, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებზე ბოდენის დოკუმენტის მიმართ ადრინდელის მსგავსი რადიკალური დამოკიდებულება აღარ გამოუხატავთ. ბოდენის პროექტი კი აფხაზეთის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში განსაზღვრავს.