Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 მაისს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხედვა უნდა გასცდეს ერაყის აღდგენის ღონისძიებების ჩარჩოებს და გაარკვიოს რა სახის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 მაისს განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხედვა უნდა გასცდეს ერაყის აღდგენის ღონისძიებების ჩარჩოებს და გაარკვიოს რა სახის
მსოფლიო წესრიგი სურს მას. იალტაში უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხს დღეს საერთაშორისო უსაფრთხოების მომავლის განსაზღვრა წარმოადგენს. პუტინის აზრით, ამ კონტექსტშივე უნდა წარიმართოს ერაყის აღდგენის პროცესში თანამშრომლობაც. რაც შეეხება პუტინისა და კუჩმას შეხვედრის მთავარ თემას - ეს გახლდათ გაზის საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის საკითხი. 2001 წელს ხელი მოეწერა რუსეთი-გერმანია-უკრაინის შეთანხმებას უკრაინის გავლით დასავლეთში რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შესახებ. ეს დოკუმენტი უკრაინის გაზსადენების სისტემის განვითარებასაც ითვალისწინებს. პუტინის თქმით, მორიგი სამმხრივი შეხვედრა რუსეთის გაზის ექსპორტის საკითხზე გერმანული რურგაზისა და რუსეთისა და უკრაინის გაზის სახელმწიფო კომპანიების მონაწილეობით ოთხშაბათს კიევში გაიმართება.
XS
SM
MD
LG