Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მოუწოდა პალესტინელებს,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მოუწოდა პალესტინელებს,
სწრაფად განაიარაღონ ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ისრაელზე თავდასხმებისთვის. ეს განცხადება პაუელმა გააკეთა დღეს იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან შეხვედრის შემდეგ. პაუელი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება ახლო აღმოსავლეთში, რათა ხელი შეუწყოს ამერიკის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას. [პაუელის ხმა] "ჩვენ მივესალმებით დადებით პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე გადადგა პალესტინელთა ხელისუფლებამ რეფორმებისა და მშვიდობის მიმართულებით. მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიხილოთ პალესტინელთა მხრიდან სწრაფი და ენერგიული მოქმედებები ტერორისტთა განიარაღებისა და მათი ინფრასტრუქტურების განადგურებისთვის. ასეთი მოქმედების გარეშე ამაოდ ჩაივლის ჩვენი საუკეთესო მცდელობები." პაუელი დღესვე შეხვდა პალესტინის ავტონომიის ახალ პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ აბასს. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ დრო მომწიფდა ე.წ. "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გზამკვლევის" განსახორციელებლად. აბასმა რიგი მოთხოვნები წამოაყენა, მათ შორის ისრაელის მიერ პალესტინელ პატიმართა განთავისუფლება და იასირ არაფატის მიმართ დაწესებული ზომების გაუქმება.
XS
SM
MD
LG