ერაყის ომის შემდგომი მოწყობის თაობაზე როზოლუციის პროექტის საბოლოო ვარიანტს აშშ უშიშროების საბჭოს დღეს წარუდგენს.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვირის ბოლოს კენჭისყრა შედგება. მისის თქმით, დოკუმენტი არ შეიცავს განიარაღების ინსპექტორების თემას, მასში ნათქვამია, რომ ერაყის სანქციები უნდა გაუქმდეს, რომ ერაყის ნავთობით შემოსავალს კონტროლი კოალიციამ უნდა გაუწიოს. რეზოლუციის პროექტის თანახმად, გაეროს ენიჭება ხელშემწყობი როლი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებისას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თქვა, რომ მისი ქვეყანა რეზოლუციის პროექტს მიემხრობა, თუკი მასში გაროს არსებითი როლი მიენიჭება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა თქვა, რომ კომპრომისს ამ სფეროში მიაღწიეს, თუმცა არის აზრთა სხვადასხვაობა. არც ერთი სახელმწიფო არ აპირებს ვეტო დაადოს პროექტს მაშინაც, თუკი მათი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.