Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯგუფის

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ჯგუფის
წარმომადგენელმა ნიკოლაი ბორდიუჟამ დახმარება შესთავაზა ნატოს ჯარს, რომელიც ავღანეთშია განთავსებული. ბორდიუჟას თანახმად, თალიბების გადაჯგუფების შემდეგ ავღანეთის მდგომარეობა გაუარესდა და მომავალში ამ ტენდენციის შეჩერების მიზნით, როცა ნატო საერთაშორისო ჯარზე კონტროლს იკისრებს, მას დახმარებას გაუწევენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. დღესვე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა სამსახური შესთავაზა ავღანეთში მყოფ ჯარს დაზვერვისა და მომსახურეობის სფეროში.
XS
SM
MD
LG