ევროსაბჭოს მომხსენებლები - უნგრელი მატიას ეორში და ბულგარელი ევგენი კირილიოვი, რომლებიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან,
ქუჩის აქციებს დემოკრატიულ ქვეყანაში დასაშვებად მიიჩნევენ.
სამშაბათს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებთან, ეუთოს მისიის ხელმძღვანელთან და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან პლამენ ნიკოლოვთან შეხვედრის შემდეგ ევგენი კირილიოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სიტყვა დემოკრატია საკუთარი სურვილის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას ნიშნავს, თუმცა პოლიტიკურ სპექტრს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ საქართველოში არ იყოს ძალადობა და მიღებულ იქნას დემოკრატიული საარჩევნო კანონი.
ამასთან, მისი თქმით, მოხსენებაში, რომელსაც ევროსაბჭოს წარმომადგენლები სექტემბრისთვის მოამზადებენ, აღნიშნული აქციები გამოხატვას არ ჰპოვებენ და მოხსენება მაქსიმალურად ობიექტური იქნება.
მისივე თქმით, მოხსენების ობიექტურად მომზადების მიზნით ევროსაბჭოს მომხსენებლები ყველა პოლიტიკურ ძალას შეხვდებიან, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
სამშაბათსვე იგეგმება მათი შეხვედრები ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილთან, დედაქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილთან, სახალხო დამცველ ნანა დევდარიანთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ლადო ჭანტურიასთან.
სამშაბათს დილიდან საპროტესტო მიტინგი მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან, რომლის ორგანიზატორები არიან ,,გაერთიანებული დემოკრატები", ,,ახალი მემარჯვენეები", ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ,,ტრადიციონალისტთა კავშირი" და ,,სახალხო პარტია". ისინი არსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშლას და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას ითხოვს.
აქციაში 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.