Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ჩინეთში ატიპიური პნევმონიით დაავადების


დღეს ჩინეთში ატიპიური პნევმონიით დაავადების ერთი ახალი შემთხვევა იქნა აღრიცხული.

დღეს ჩინეთში ატიპიური პნევმონიით დაავადების ერთი ახალი შემთხვევა იქნა აღრიცხული.
დაავადების შედეგად განვლილი დღე-ღამის განმავლობაში არავინ გარდაცვლილა. ამდენად, განვლილი 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, ამ მომაკვდინებელი ვირუსით დაავადების ათზე ნაკლებ შემთხვევას აღრიცხავენ. ხელისუფლება თვლის, რომ შეჩერებულია ატიპიური პნევმონიის ეპიდემია. პეკინში კვლავ გაიხსნა მრავალი საზოგადოებრივი დაწესებულება, მათ შორის დისკოთეკები და სპორტული დარბაზები. ჰონკონგში დღეს ასევე არ აღურიცხავთ ატიპიური პნევმონიის შედეგად გარდაცვალების არცერთი შემთხვევა. ორი ადამიანი დაავადდა. 73 დაავადებული საავადმყოფოებში რჩება.
XS
SM
MD
LG