Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ


ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ამცირებს თავის საქველმოქმედო მოღვაწეობას რუსეთში.

ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი ჯორჯ სოროსი ამცირებს თავის საქველმოქმედო მოღვაწეობას რუსეთში.
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სოროსმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რომელიც 25 მილიონ დოლარს შეადგენს, უცვლელი დარჩება. მაგრამ გაისად რუსეთს ათ მილიონ დოლარზე მეტი აღარ გამოეყოფა. სოროსის თქმით, ახლა რუსეთის მთავრობამ უნდა დააფინანსოს ის სფეროები, რომლებიც აქამდე მისი ფონდის მხარდაჭერით სარგებლობდა. 15 წლის მანძილზე ჯორჯ სოროსმა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ჩადო რუსეთში მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით შემუშავებულ პროექტებში.
XS
SM
MD
LG