Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავითაშვილის ქუჩაზე, ამოიღეს განსაკუთრებით საშიში რადიაციული ნივთიერებები,

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, დავითაშვილის ქუჩაზე, ამოიღეს განსაკუთრებით საშიში რადიაციული ნივთიერებები,
რომლებიც ე.წ. "ჭუჭყიანი ბომბების" დასამზადებლად გამოიყენება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძებნის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გივი მღებრიშვილმა განაცხადა, პატიმართა გაქცევასთან დაკავშირებით მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში გაჩერებული იქნა კერძო ტაქსი, რომლის საბარგულში აღმოჩნდა სამი ყუთი ინგლისური და რუსული წარწერებით. ეს წარწერები მიანიშნებდა, რომ ყუთებში რადიაციული ნივთიერებები ინახებოდა. მცხეთის ატომურ რეაქტორზე ჩატარებული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ამოღებული ნივთიერებები იყო "ცეზიუმ-137", "სტრონციუმი" და, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, მომწამლავი აირი "იპრიტი", რაც თავდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ინფორმაციით, ნერვულ პარალიჩს იწვევს და ცოცხალი არსებების მოსასპობად გამოიყენება. აღმოჩენილი "ცეზიუმის" გამოსხივება საათში 500-600 რენტგენია, როცა დასაშვები ნორმა 30 მილირენტგენს არ უნდა აღემატებოდეს.
XS
SM
MD
LG