Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაციები.


ირანში გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაციები.

ირანში გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაციები.
როგორც სააგენტო ირნა იტყობინება, მღელვარე საპროტესტო აქციები გაიმართა წუხელ შვიდ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში. დააპატიმრეს სულ ცოტა 120 ადამიანი. დემონსტრაციებზე, ისევე, როგორც ადრე, გამოვიდა ძირითადად ახალგაზრდობა - უნივერსიტეტებისა და სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები. იტყობინებიან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შესახებ. არის დაჭრილები. დღეს ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ თქვა, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი აზრი, მაგრამ, მისი სიტყვებით, ის, ვინც ამას ბოროტად იყენებს, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯოს.
XS
SM
MD
LG