Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ ეჭვქვეშ დააყენა ტაჯიკეთში კვირას


ეუთომ ეჭვქვეშ დააყენა ტაჯიკეთში კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების სისწორე. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს,

ეუთომ ეჭვქვეშ დააყენა ტაჯიკეთში კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების სისწორე. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს,
რომ რეფერენდუმში მონაწილეთა ოფიციალურად გამოცხადებული რიცხვი (96 პროცენტზე მეტი) აღძრავს ეჭვს, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულ იქნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ტაჯიკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 93-მა პროცენტმა. ერთ-ერთი ცვლილება საშუალებას აძლევს ამჟამინდელ პრეზიდენტს იმომალი რახმონოვს, ამ თანამდებობაზე კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი - მას შემდეგ, რაც 2006 წელს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურება. ამდენად, რახმონოვს შეეძლება, კიდევ 17 წელიწადს დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. უცხოელი მეთვალყურეები კენჭისყრას არ დასწრებიან.
XS
SM
MD
LG