Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში


ორშაბათს ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში მთავარი საავტომობილო ტრასის გასვწრივ მდებარე საგუშაგოები დატოვეს. აღნიშნულ ტრასაზე ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად გახდა

ორშაბათს ისრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში მთავარი საავტომობილო ტრასის გასვწრივ მდებარე საგუშაგოები დატოვეს. აღნიშნულ ტრასაზე ბოლო ორი წლის მანძილზე პირველად გახდა
შესაძლებელი თავისუფლად გადაადგილება. ეს ყველაფერი წინა დღით პალესტინელთა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ სამი თვით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას მოჰყვა. თუმცა, ძალადობის ერთი ფაქტი რეგიონში ასეთ ფონზეც აღინიშნა. დასავლეთ ნაპირზე შეიარაღებულმა პირებმა უცხოელი მუშა მოკლეს. ისრაელი სამხედრო აცხადებს, რომ შეიარაღებულმა პირებმა რუმინელი მშენებელი მოკლეს მაშინ, როცა ის დასავლეთი ნაპირის ერთ-ერთ სოფელში მანქანით მგზავრობდა. მკვლელობაზე პასუხისმგებლად თავი ალ აყსას მარტვილთა ბრიგადამ გამოაცხადა. ორშაბათს მოგვიანებით, ან სამშაბათს არიელ შარონი იერუსალიმში მაჰმუდ აბასთან შეხვედრას გეგმავს.
XS
SM
MD
LG