Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სამთავრობო საბჭოს პირველი სხდომა


ერაყში სამთავრობო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

ერაყში სამთავრობო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
სამთავრობო საბჭო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებითი ორგანო, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს. სამთავრობო საბჭოს შემადგენლობაში 25 კაცი შედის. საბჭომ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა 9 აპრილი, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო. ამავე დროს, გაუქმებულ იქნა ექვსი სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც ძველი რეჟიმის ხელში აღინიშნებოდა. ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ამერიკელმა ხელმძღვანელმა პოლ ბრემერმა კოალიციის ძალებს სრული თანადგომა აღუთქვა: [პოლ ბრემერის ხმა] "როგორც კი კონსტიტუციას ერაყელი ხალხი მოიწონებს, ჩვენ მას მივიღებთ და სუვერენული მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით არჩევნებსაც ჩავატარებთ." ახალი საბჭო უფლებამოსილია, წამოაყენოს კანდიდატები მინისტრების პოსტებზე, შეიმუშავოს საკანონმდებლო აქტები, მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტი. თავის მხრივ, დროებითი ადმინისტრაციის მეთაური პოლ ბრემერი უფლებამოსილია, გააუქმოს საბჭოს გადაწყვეტილებები.
XS
SM
MD
LG