"ჰიუმან რაითს უოთჩმა", კერძოდ მისმა დირექტორმა ელიზაბეთ ანდერსენმა დღეს გაავრცელა განცხადება რუსეთის შესახებ. ის აცხადებს, რომ მის ორგანიზაციას აღნუსხული აქვს ინგუშეთის
ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩეჩნების უკანონოდ დაკავების, არაადამიანურად მოპყრობისა და ასევე რუსეთის უშიშროების ძალების მიერ ოპერაციების დროს მარადიორობის შემთხვევები. ელიზაბეთ ანდერსენი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ისეთივე არაადამიანურობას ავლენენ ინგუშეთში, როგორსაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. რუსეთში "ჰიუმან რაითს უოთჩის" წარმომადგენლის თანახმად, რუსი სამხედროები ინგუშეთში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების მსგავსად ინგუშებსაც დევნიან.