Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება
არჩევნების ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის თაობაზე. ამის შესახებ საუბარია ბეიკერის წერილში ედუარდ შევარდნაძისადმი. როგორც წერილშია ნათქვამი, ყველა პარტიის მიერ შეთანხმების კეთილსინდისიერი შესრულების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია, 2 ნოემბერს ჩაატაროს ეუთოს სტანდარტების შესაბამისი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც სათანადო შეფასებას მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სპეციალური მისიით 5-6 ივლისს საქართველოში ჩასულმა ბეიკერმა მთავრობასთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეათანხმა საპარლამენტო არჩევნების "სტანდარტების სია", რომელიც ათი პუნქტისგან შედგება. დღეისთვის "ბეიკერის ვარიანტს" მხოლოდ ორი ოპოზიციური ორგანიზაცია არ ეთანხმება: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "დემოკრატიული აღორძინების კავშირი".
XS
SM
MD
LG