ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს დაახლოებით 24 მეომარი, რომელთაც მათ ბადრაგზე იერიში განახორციელეს სამხრეთ ავღანეთში. ამერიკელი სამხედრო პრეს-მდივნის თქმით,
თავდასხმა მოეწყო წუხელ პაკისტანის საზღვრის მახლობლად მდებარე სპინ ბოლდაკთან. ამ ინფორმაციით, ამერიკელებიდან არავინ დაშავებულა. კვირას, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 60-მდე მეომარმა (სავარაუდოდ, თალიბანის წევრებმა) იერიში მიიტანა სასაზღვრო საგუშაგოზე, ვიდრე პაკისტანის ტერიტორიაზე მიიმალებოდნენ. ავღანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, ხალიკ ხან აჩეკზაის თქმით, სამსაათიან შეტაკებაში ჯარისკაცები არ დაშავებულან, დაიღუპა 2 და დაიჭრა 5 მოიერიშე.