დღეს კოსოვოს ტოვებენ რუსეთის სამშვიდობო შენაერთის ბოლო მოსამსახურეები.
ინტერფაქსის სააგენტოს მოჰყავს რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის სერგეი სერკოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ დღეს კოსოვოს ტოვებს ბოლო მატარებელი, რომლითაც რუსი მშვიდობისდამცველები სამშობლოში ბრუნდებიან. სერკოვის თქმით, ხვალ კოსოვოს დატოვებს რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი მთელი ავიაცია. კოსოვოდან წასვლის ძირითად მიზეზად რუსეთის ოფიციალური პირები დიდ მატერიალურ ხარჯებს ასახელებენ.