Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად


საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი. 123 დეპუტატი მიემხრო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერისეულ ვარიანტს,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი. 123 დეპუტატი მიემხრო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ბეიკერისეულ ვარიანტს,
რომელიც ითვალისწინებს 15-წევრიან საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების 9 წარმომადგენლისა და ხელისუფლების 5 წარმომადგენლის შეყვანას. ამავე გეგმით, კომისიის ხელმძღვანელს ეუთო დანიშნავს. ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დავალებით საქართველოში ივლისის დასაწყისში ჩაიტანა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა. როგორც იუწყებიან, საქართველოს პარლამენტში წუხელ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ფრაქციებს "აღორძინება" და "მრეწველები".
XS
SM
MD
LG