ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერის ასლან მასხადოვის წარმომადგენელი სალამბეკ მაიგოვი აცხადებს, რომ ასლან მასხადოვი არ მიიღებს მონაწილეობას ჩეჩნეთში მოსკოვის მიერ დაგეგმილ საპრეზიდენტო
არჩევნებში. სააგენტო "ინტერფაქსი" მაიგოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ მასხადოვი არჩევნების ჩატარებას შესაძლებლად მხოლოდ ომის დასრულებისა და ჩეჩნეთში ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ მიიჩნევს. მიმდინარე კვირაში რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ ასლან მასხადოვი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში, რადგან ის ამჟამად არ იმყოფება პატიმრობაში და რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ რჩება. მეორეს მხრივ კი კრემლის წარმომადგენელი სერგეი იასტრჟემბსკი გამორიცხავს მასხადოვის მონაწილეობას არჩევნებში და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში გამოჩენისთანავე ასლან მასხადოვს დაპატიმრება ელის იმ ბრალდებების საფუძველზე, რომელსაც მას რუსეთის ხელისუფლება უყენებს.