Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინაში დააპატიმრეს 400-ზე მეტი ფუნქციონერი


არგენტინაში დააპატიმრეს 400-ზე მეტი ფუნქციონერი სამხედრო ხუნტისა, რომელიც 1976-დან 1983 წლის ჩათვლით მართავდა ქვეყანას.

არგენტინაში დააპატიმრეს 400-ზე მეტი ფუნქციონერი სამხედრო ხუნტისა, რომელიც 1976-დან 1983 წლის ჩათვლით მართავდა ქვეყანას.
ამ ადამიანების დაკავება მოითხოვა ესპანეთმა, რომელსაც მათი გასამართლება აქვს განზრახული იმ ესპანელი მოქალაქეების წამებისა და დახოცვისთვის, რომლებიც ხსენებულ რვაწლიან პერიოდში არგენტინის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ დაპატიმრებულს - ალფრედო ასტისს, რომელსაც დიქტატურის წლებში მეტსახელად "სიკვდილის თეთრი ანგელოზი" შეარქვეს, საფრანგეთის სასამართლომ, ორი ფრანგი მონაზვნის მოკვლისთვის, დაუსწრებლად, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სამხედრო ხუნტის რვაწლიანი მმართველობის პერიოდში არგენტინაში, ოფიციალური მონაცემებით, 9 ათასამდე ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო არაოფიციალური წყაროები 30 ათასამდე მოკლულს ასახელებენ.
XS
SM
MD
LG