Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო "მოთმინებით და დაჟინებით" გააგრძელებს


საქართველო "მოთმინებით და დაჟინებით" გააგრძელებს ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისთვის საჭირო მოქმედებას

საქართველო "მოთმინებით და დაჟინებით" გააგრძელებს ქვეყნის ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანისთვის საჭირო მოქმედებას
- საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის შეიარაღებული ფორმირებების მუდმივი ყოფნა ქვეყნის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. მენაღარიშვილმა დასძინა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების გატანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე სამი წელია მუხრუჭდება. 1999 წელს, ეუთოს სტამბულის სამიტზე, რუსეთმა საქართველოდან თავისი ოთხივე სამხედრო ბაზის გატანა ივალდებულა. გუდაუთის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით მოსკოვი აცხადებს, რომ იგი დახურულია, ხოლო საქართველო იქ საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს. რაც შეეხება ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს, მოსკოვი მათ გასატანად 11 წელიწადს მოითხოვს, ხოლო თბილისი მხოლოდ სამზე აცხადებს თანხმობას.
XS
SM
MD
LG