Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არმია ჰაუპტვახტებიდან კარცერ ლუქსებამდე


საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ადამიანის კონსტუტუციურ უფლებათა დაცვის განმტკიცების მიზნით, ორიოდ კვირის წინ მნიშვნელობანი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა

გააუქმა შეიარაღებულ ძალებში ფეხმოკიდებული საბჭოური სადისციპლინო ნორმა, რომელიც უფროს მეთაურს უფლებას აძლევდა, ყოვეგვარი სასამართლოს გარეშე, პირადი შეხედულების საფუძველზე თავისუფლება აღეკვეთა ხელქვეითისთვის. მაგრამ სამხედოებში ამ ცვლილებას დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ზოგ სამხედრო უწყებაში ჯერაც ძველი ნორმებით მოქმედებენ, სხვაგან ჰაუპვახტების ნაცვლად ერთგვარი კარცერ-ლუქსების შექმნა გადაწყვიტეს. უფრო დაწვრილებით ამ ყველაფერზე, ყოველკვირეულ პროგრამაში ჯარისკაცი და სახელმწიფო, კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

არმიაში შექმნილ სირთულეებზე ბევრი იწერება, მაგრამ ვინც საგარნიზონო ჰაუპტვახტში არ მჯდარა, შეიძლება ითქვას, რომ მას არაფერი უნახავს. ჩახუთული, უფანჯრებო, ნესტიანი შენობები, ქვის იატაკი, ხმარებისგან გაცვეთილი, ძველი ქვეშაგები და წყალწყალა საჭმელი, რომელიც მახლობელი სამხედრო ნაწილის სასადილოდან ჯარისკაცებს თერმოსებით მოაქვს, აი ასე გამოიყურება სამხედრო საპატიმრო განყოფილებები - ჰაუპტვახტები - როგორც ინერციით მათ ჯერ კიდევ უწოდებენ, სადაც უდისციპლინო ჯარისკაცმა საკუთარი დანაშაული უნდა შეიგნოს და გამოსწორდეს.

საქართველოს სამხედრო ძალებში სანთლითაც რომ ეძებოთ, ვერ იპოვით ინფორმაციას, თუ წელიწადში რამდენ ჯარისკაცს ჰქონდა მისჯილი პატიმრობის ამგვარი აღმზრდელობითი ფორმა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად კონსტიტუციურია, მეთაურს ერთპიროვნულად ჰქონდეს უფლება, ყოველგავრი სასამართლოს გარეშე, 3-5 და 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯოს უდისციპლინო ჯარისკაცს.

საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის თქმით, სამხედრო მეთაურისთვის ამგვარი უფლების მინიჭება საბჭოური გადმონაშთია და ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად კანონს, სადაც წერია,რომ არც ერთი მოქალაქეს არ შეიძლება სასამართლოს გარეშე აღეკვეთოს თავისუფლება.

[ნანა დევდარიანის ხმა] "შარშან ნ მე მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, ნუ იქ საჭირო პროცედურებმა დაიაკვეს რამდენიმე თევ, და როდესაც საქმე არსებიტად უკვე უნდა განხილულიყო, რამდენიმე დღით ადრე, მე მივიღე საქართველოს პრეზიდენტის წერილი, რომელშიც იგი მატყობინებდა, რომ ჩამოთვლილი მუხლები, - რასაც მე ვითხოვდი და მას დაემატა კიდევ სხვა მუხლები, რადგან ერთის ცვლილება ავტომატურად სხვების ცვლილებასაც იწვევდა, - გაუქმდა."


სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ ჯარისკაცის თუნდაც ერთი დღის დაპატიმრება სასამართლოს გარეშე კონსტიტუციის ნორმათა უხეში დარღვევაა, საქაღრთველოს მთავრი სამხედრო პროკურორი გია ჯიქიაც იზიარებს, რომელსაც, როგორც ცნობილია, ნანა დევდარიანთან გამწვავებული ურთიერთობა აქვს. მაგრამ მთავარია მაინც, თუ როგორ მიიღო ამ მუხლი გაუქმება სამხედრო უწყებამ.

მთავარ სამხედრო პროკურორ გია ჯიქიას თქმით, იგი თავად ესწრებოდა სამხედრო საბჭოს,სადაც საქართველოს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მათ პირად შემადგენლობაზე დისციპლინური ზემოქმედების ლამის ერთადერთი საშუალებაც ერთმევათ.

[გია ჯიქიას ხმა] "მე მათ წყნარად ავუხსენი, რომ ეს არის კანონის მოთხოვნა, რომ კონსტიტუცი აქვეყნის ძირიტადი კანონია და წესდება, ვთქვათ საგარნიზონო წესდება, რომელსაც პრეზიდენტი ამტკიცებს, კანონქვემდებარე აქტია და ის უნდა იყოს შესაბამისობაში მოყვანილი კონსტიტუციასთან."

ამ არგუმენტის საპირისპიროდ სახალხო დამცველი და სამხედრო პროკურორი ურჩევენ სამხედრო ხელმძღვანელებს, რომ მიმართონ სადისციპლინო სასჯელიდ სხვა ფორმებს, როგორიცაა განაწესში რიგგარეშედ გაგაზავნა, ან ქალაქში ერთდღიანი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა და მძიმე სამუშაოზე გაგზავნა, ან ბოლოსდაბოლოს ხელფასის დაქვითვა შემცირება, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მაგრამ რაკი ქართულ ჯარში მაღალი ხელფასი მხოლოდ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებულ პროფესიონალ სამხედროებს აქვთ, სხვა, 5 ლარიანი ჯარისკაცების შემთხვევაში, ასეთი დასჯის გამოყენება ყოველგავ აზრს კარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ამ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა, ჰაუპტვახტაში დაპატიმრების ტრადიციაზე უარს ვერ ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დაქვემდებარებაში, როგორც ცნობიალია, 7 ათასკაციანი შინაგანი ჯარების კონტინგენტი იმყოფება. სახალხო დაცველ ნანა დევდარიანის თქმით საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მიერ გაუქმებული მუხლები ჩაწერილი აღმოჩნდა შინგანი ჯარების წესდებაში. თავდაცვის სამინისტრომ კი უმაღლესი აღმასრულებელი და სასამართლოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ორიგინალური იდეით გამოეხმაურა.

[ნანა დევდარიანის ხმა] "მაგრამ ეხლა ცოტა ანეკდოტური სიტუაციაა. მე გავიგე, რომ ამ ახალი კოდექსის შემუშავების პროცესში, წარმოიშვა გენიალური იდეა ტავდაცვის სამინისტროს წიაღში. გადაწყვიტეს, რომ, თუ გახსოვს გურამ დოცანაშვილის "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ი რომ კარცერ-ლუქსებია ნახსენები, ისეთი კარცერები გააკეთონ, ეს იქნება აღმზრდელობითი ოთახები, სადაც კარები არ დაიკეტება, სადაც იქნება ბევრი წიგნი და აიძულებენ ჯარისკაცს იკითხოს ეს წიგნები."

ერთი სიტყვით, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მართლა დაიწყო გურამ დოჩანაშვილისეული კარცერ-ლუქსის იდეის განახორციელება, არ არის გამორიცხული, რომ ვთქვათ იუსტიციის სამინიტრომ ამ ტენდენციას თეთრი ბაირაღებით უპასუხოს. საქართველოში ხომ სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ დიდი ხანია ანეკდოტური დამოკიდებულება არსებობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG