Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს


ავღანეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს ელექტორატის რეგისტრაციის პროექტს, რომლითაც გამიზნულია ავღანელი ამომრჩევლების აღრიცხვა გაისად ივნისისათვის დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე.

ავღანეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს ელექტორატის რეგისტრაციის პროექტს, რომლითაც გამიზნულია ავღანელი ამომრჩევლების აღრიცხვა გაისად ივნისისათვის დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე.
პროექტი 75 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მას 6 ავღანელისა და 5 უცხოელისაგან შემდგარი საბჭო გაუძღვება. თუმცა, ავღანეთში გაეროს წარგზავნილის, ჟან არნოს თქმით, უშიშროების მხრივ არსებული მძიმე ვითარების გამო ბევრი ავღანელი ნაადრევად მიიჩნევს არჩევნების ჩატარებას: [ჟან არნოს ხმა] "დღეს ბევრი ავღანელი ფიქრობს, და ჩვენ ვიზიარებთ მათ მოსაზრებას, რომ ჯერ არ არის შექმნილი პირობები ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. რომ უშიშროების პირობები არ არსებობს საიმისოდ5 რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ყოველმა ავღანელმა თავისუფლად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები".
XS
SM
MD
LG