Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის მარცვლეული კულტურა მცხუნვარე მზეზე ხმება


მიუხედვადა იმისა, რომ ბოლო დღეებში ევროპის კონტინენტზე სიცხეებმა იკლეს, მიმდინარე ზაფხულის ხვატმა და ნალექის სიმცირემ, თავის კვალი დაამჩნია მარცვლეულის მოსავალზე, რომელიც,

პროგნოზის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე უარესი იქნება ბოლო წლების განმავლობაში. ჩეხეთის რესპუბლიკის, გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, შარშანდელთან შედარებით ხორბლის მოსავალი წელს 15-30 პროცენტით შემცირდება. ევროკომისიის ინფორმაციით, მას ესმით ვითარების სერიოზულობა, მაგრამ ჯერ ნაადრევად მიაჩნია სასწრაფო ზომების მიღება. ამ ცნობამ, ნამდვილად არ გაახარა ევროპელი ფერმერები, რომლებიც თავის მხრივ მიიჩნევენ, რომ უკვე ყველაფერი დაგვიანებულია.

აგვისტოს თვეს, როდესაც ადამიანების უმრავლესობა არდადაგებზეა წასული და სამუშაო ბევრი არაფერია, ჟურნალისტები ზოგჯერ "კიტრის თვეს" უწოდებენ. მაგრამ მიმდინარე წლის ევროპის შემყურე, როდესაც მაღალი სიცხეების გამო სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, კიტრის თვეში, ხალხს კიტრიც სანატრელი გაუხდა.
ევროპის ბევ სახელმწიფოში, კერძოდ, საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში, ამ ქვეყნების ისტორიაში ჰაერის ტემპერატურამ სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელს-40 გრადუსს მიაღწია.
ევროკომისია აცნობიერებს პრობლემას, რაც მაღალი სიცხეებისა და გავლვების გამო ევროპის სოფლის მეურნეობას შეექმნა, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნებს ზომების გატარებას. ამ ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმოამდგენლის იოჰან რაინიერის თქმით, სანამ გვალვებს არ გადაუვლია და საბოლო შედეგები ცნობილი არ არის, მათ ფერმერებს დიდი-დიდი იმით შეუძლიათ შეუმსუბუქონ ტვირთი, რომ საძოვრებად ყამირი მიწების გამოყენებას სთავაზობენ.

[იოჰან რაინერის თქმით] " ჩვენ უფლებამოსილი ვართ, რომ დაზარალებულ ფერმერებს შევთავაზოთ, გამოიყენონ უპატრონოდ მიტოვებული მიწები საქონლის საბალახოდ და ფურაჟის საწარმოებლად. ჩვენ 60 დან 80 პროცენტამდე გავზარდეთ პრემია მესაქონლეობის წასახალისებლად. ხელშეუხებელი ბრინჯის მარაგის გაყიდვით შემოსულ თანხას ჩვენ ფურაჟის შესაძენად გამოვიყენეთ. ოთხშაბათს კი ჩვენ დამატებით ღონისძიებებს გავატარებთ მარცვლეულის სექტორში, მეცხოველეობის სექტორში და უკვე ჩვენ საკუთარ ხორბლის მარაგს გავყიდით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი არ ვსხედვართ.
მაგრამ ზოგიერთი ფერმერი ამბობს, რომ ეს ზომები არასაკმარისია და თანაც უკვე ძალიან დაგვიანებულია. გერმანე ფერმერთა კავშირის წევრის ჰელმუტ ბორნის თქმით, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებმაც გვალვების გამო იზარალეს, სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ.

[ჰელმუტ ბორნის ხმა] ნს 081423 "ფერმერებს მართლაც დიდი დახმარება ესაჭიროებათ, რომ წელში გაიმართონ. ჩვენ, ბრანდებურგსა და საქსონიაში, თვითანალიზი შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუ სასაწრაფო ზომები არ იქნა მიღებული, ზოგიერთი ჩვენი ძალიან კარგი ფერმერი ხელს ჩაიქნევს და საკუთარ ფერმას დახურავს. ეს კი ჩვენ ნამდვილად არ გვინდა."

ფერმერების ვარაუდით, მარცვლეულის მოსავალი გერემანიაში ხანგრძლივი გვალვების შედეგად, 15 პროცენტით შემცირდება. ხოლო სართო ზარალი, მთელს ევროპაში 1მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

გვალვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ხორბლის მოსავალი უკრაინაში, ხოლო ესპანეთსა და პორტუგალიაში ბუნების ჭირვეულობას თან დაერთო ხანძრები, რის გამოც, ბოლო მონაცემებით, 250 ათასი ჰექტარი ტყის საფარი განადგურდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG