Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირობა


საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირობა დადო, რომ გამოსწორდება ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, რომლებიც ბოლო კვირების უჩვეულო სიცხემ წარმოაჩინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირობა დადო, რომ გამოსწორდება ჯანდაცვის სისტემის ხარვეზები, რომლებიც ბოლო კვირების უჩვეულო სიცხემ წარმოაჩინა.
როგორც ვარაუდობენ, ამინდმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიური უბედურების თემაზე მთავრობის სხდომის შემდეგ შირაკმა აღნიშნა, რომ გადაისინჯება ჯანდაცვის სისტემა და მომზადდება საგანგებო ზომები ხანდაზმული ადამიანებისათვის, რომელთაც სიცხე ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. საფრანგეთის მთავრობის შეფასებით, ცხელი ამინდების გამო 5 000-მდე ადამიანი, უმეტესწილად ხანდაზმულები და სუსტები არიან გარდაცვლილი. ხოლო პორტუგალიაში, ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული მაჩვენებლებით, სიცხემ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG