Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, გაეროს


ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის რანგში,

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კეთილი ნების ელჩის რანგში,
22 აგვისტოს ინგუშეთის ტერიტორიაზე, ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკებს ესტუმრა. მანამდე კი ოცდაორი წლის ვარსკვლავი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იური ფიოდოროვს შეხვდა და მასთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი დევნილების მდგომარეობა განიხილა. კეთილი ნების ელჩის ვიზიტი დაემთხვა ვითარებას, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, დააბრუნოს ლტოლვილები საკუთარ მიწაზე და ამას ჩეჩნეთში მდგომარეობის ნორმალიზებით ხსნის. ზოგიერთი ლტოლვილი კი აცხადებს, რომ მათ ჩეჩნეთში იძულებით აბრუნებენ.
XS
SM
MD
LG