Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში, საავტომობილო ტრასა "კავკასზე" დივერსია


ჩეჩნეთში, საავტომობილო ტრასა "კავკასზე" დივერსია იქნა უვნებელყოფილი,

ჩეჩნეთში, საავტომობილო ტრასა "კავკასზე" დივერსია იქნა უვნებელყოფილი,
როცა სოფელ ალხან-იურტის მახლობლად სამხედროებმა დიდი ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. დაბა აჩხოი-მარტანში ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იბრაჰიმ ტაგაევი მძიმედ დაიჭრა. მის ავტომანქანას საფარიდან გაუხსნეს ცეცხლი. თავდამსხმელები მიიმალნენ. ნადტერეჩნის რაიონის სოფელ პოდგორნოეს შემოგარენში ნახეს ორი ახალგაზრდის გვამები, რომლებსაც თავისა და მკერდის არეში ჰქონდათ მტყვიები მოხვედრილი. როგორც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ეს ორი ახალგაზრდა ამ რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG