Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოსთვის წარდგენილი


ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოსთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ირანისგან მოითხოვს

ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოსთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ირანისგან მოითხოვს
ოქტომბრის ბოლომდე გაუვრცელებლობის შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობები შეასრულოს. დოლკუმენტი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ წარადგინა. დოკუმენტი ირანს მოუწოდებს შეწყვიტოს ურანის გამდიდრების ყოველვარი მცდელობა. გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი აშკარად არღვევს გაეროს მიერ დადგენილ უსაფრთხოების ვალდებულებას. მაგრამ, თქვა ამერიკელმა დიპლომატმა კენეტ ბრილმა, აშშ საჭიროებს საგენტოს საბჭოს სხვა წევრი ქვეყნების თანხმობას, მისცეს ირანს შანსი მოაგვაროს მისი ბირთვული პროგრამის გარშემო გაჩენილი პრობლემები. აშშ ირანს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაში ადანაშაულებს. ირანი უარყოფს ბრალდებას.
XS
SM
MD
LG