Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე


ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ძალადობამ ქაშმირის ინდურ ნაწილში.

ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ძალადობამ ქაშმირის ინდურ ნაწილში.
სავარაუდოდ, მუსლიმანმა ექსტრემისტებმა დაბომბეს სპირტიანი სასმელების მაღაზია ქალაქ რაჯურში. დაიღუპა 4 და დაიჭრა 28 ადამიანი. დანარჩენი 14 ადამიანი ქაშმირის სხვა რაიონებში დაიღუპა. ინდოელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქაშმირის ინდურ, უმეტესწილად მუსლიმანებით დასახლებულ ნაწილში ამბოხების დაწყების შემდეგ, 1989 წლიდან დაღუპულია 38 000-მდე ადამიანი. პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები კი 100 000-მდე დაღუპულზე ლაპარაკობენ.
XS
SM
MD
LG