Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულად გამოცხადდა ახალი გუბერნატორის


სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულად გამოცხადდა ახალი გუბერნატორის არჩევნები მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 20-ზე მეტმა პროცენტმა.

სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულად გამოცხადდა ახალი გუბერნატორის არჩევნები მას შემდეგ, რაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 20-ზე მეტმა პროცენტმა.
საარჩევნო კანონის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება კენჭისყრაში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის, თუ დღეს ცხრა კანდიდატიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს. როგორც იუწყებიან, გამარჯვების საუკეთესო შანსი აქვს ვალენტინა მატვიენკოს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. პუტინი საჯაროდ მიემხრო მის კანდიდატურას. საქმე ეხება სანქტ პეტერბურგის გუბერნატორის ვადამდელ არჩევნებს. ეს არჩევნები საჭირო გახდა იმის გამო, რომ გუბერნატორი ვლადიმირ იაკოვლევი პუტინმა ვიცე-პრემიერად დანიშნა.
XS
SM
MD
LG